პოლიტიკა
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება უახლოეს ხანებში მოხდება
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციებს, რომლებიც ეხება ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საქმეს.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს რეზოლუციაში მითითებული ნაბიჯების აღსრულება.
„ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი, რომ მოხდეს არა მხოლოდ ფაქტების შეფასება, არამედ კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმოს, რაც ჩვენს რეზოლუციაში ასახულია, თუმცა ვიმეორებ, ყველას გვამოძრავებს საერთო ინტერესი, ამიტომ მათ შორის სესიის ფორმატში ვიმსჯელებთ ოპოზიციის წინადადებაზე. თავისთავად, ყველა იმ წინადადებაზე, რომელსაც შემოგვთავაზებს ოპოზიცია თუ სამოქალაქო საზოგადოება, ვიმსჯელებთ, თუმცა, როცა ვდგამთ ამ ნაბიჯებს, ვაფასებთ მოცემულობას, ვითვალისწინებთ ყველა იმ გამოწვევას, საფრთხესა და რისკს, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს",- თქვა სესიაშვილმა.
რაც შეეხება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას, სესიაშვილმა განაცხადა, რომ ამაში ჩაერთო წითელი ჯვარი.
„შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს და ყველა მექანიზმს იყენებს, რათა დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს უახლოეს ხანებში მოხდება. ჩართულია მათ შორის წითელი ჯვარი, რისთვისაც დიდი მადლობა მას“, -თქვა დეპუტატმა.
საოკუპაციო ძალებმა 22 თებერვალს ახალგორის რაიონში საქართველოს სამი მოქალაქე: არჩილ ტატუნაშვილი, იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ამ დრომდე ქართული მხარისა და მისი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმს არ გადმოუცია ტატუნაშვილის ცხედარი მისი ოჯახისთვის.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


