პოლიტიკა
ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის, შეგვიძლია, ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში - ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს აკადემიურ პერსონალზე.
„ზოგადად, ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე, ამას ხაზი გავუსვით დღევანდელ შეხვედრაზეც. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიმართულებებს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მილევად რეჟიმში რჩება და აქედან გამომდინარე, შესაბამისი აკადემიური პერსონალიც რჩება. რაც შეეხება ამ პროგრამების დასრულებას, ამის შემდეგ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე. მთლიანობაში, საქართველოში არის დაახლოებით 6 000 პროფესორ-მასწავლებელი, რომელიც მუშაობს უმაღლესი განათლების სისტემაში, აქედან ალბათ მაქსიმუმ 1 000 არის ისეთი, ვინც მთლიანად არის, ასე ვთქვათ, დამაგრებული უმაღლეს სასწავლებლებში. დანარჩენები, როგორც წესი, შეთავსებით, ან არასრულ განაკვეთზე მუშაობენ უნივერსიტეტებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის. შესაბამისად, შეგვიძლია, ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში, განურჩევლად გადაადგილების შინაარსისა,“- განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


