საზოგადოება
ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით - გიორგი გახარია
ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მინდა, ერთმნიშვნელოვნად ყველამ იცოდეს - რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე, მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ პირველ რიგში იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საკოორდინაციო საბჭოს როლს კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით და აღნიშნა, რომ ეს საბჭო იყო ორგანო, რომელმაც გაუწია სრული სისტემური კოორდინირება პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს, ყველა მიმართულებით.
„მოგეხსენებათ, რომ ეს საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა 28 იანვარს და ეს იყო ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. ინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში დაფიქსირდა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ. ზუსტად ორი თვის შემდგომ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის და არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული, ისევე, როგორც გლობალურად.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის მიმართულებით ჩვენ მოგვიწევს ორ ფრონტზე, ორი მიმართულებით ბრძოლა, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ ჩვენი ეკონომიკის აღორძინება. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ნაწილს, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა. ეს საბჭო იყო ორგანო, რომელმაც გაუწია სრული სისტემური კოორდინირება პანდემიის შეჩერების და პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს, ყველა მიმართულებით. ჩვენ ახლა ვიბრძვით მეორე მიმართულებით, ეკონომიკის სწრაფი, ეფექტური აღორძინების მიმართულებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან უკიდურესად არის დაკავშირებული.
ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მინდა, ერთმნიშვნელოვნად ყველამ იცოდეს - რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე, მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ პირველ რიგში იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


