უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ოქტომბერი, 2025 10:08
font-size

ჩვენ ღია ვართ ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ, მაგრამ ურთიერთობა ორმხრივ პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული, მათგან მხოლოდ ორმაგ სტანდარტებს, მტრულ დამოკიდებულებას ვხედავთ - მიხეილ ყაველაშვილი

„მეგობარი აქტი“, ევროპარლამენტის რეზოლუციები და დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული უამრავი სტატია შეიცავს ბრალდებას, რომ 2024 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მასშტაბური რუსული „ჰიბრიდული ოპერაციის“ დახმარებით მთავრობის მიერ გაყალბდა, ამავე დროს, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში საარჩევნო გარემოს აღწერდა, როგორც მთლიანობაში თავისუფალს და რუსული ჩარევის გარეშე ჩატარებულს. თუმცა, ანგარიშში აღნიშნული იყო მთავრობის მხრიდან მედიისა და საჯარო სამსახურების არასათანადო გამოყენება მხარდაჭერის მოსაპოვებლად, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული გამოცემის, Responsible Statecraft-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ნიუ იორკში ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ არჩევნებს მოჰყვა მასშტაბური და ზოგჯერ ძალადობრივი საპროტესტო აქციები ოპოზიციის მხრიდან, რასაც პოლიციის ძალადობა დაუპირისპირდა.

„ევროპისა და ვაშინგტონის ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი მხარს უჭერს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის (ყოფილი ფრანგი დიპლომატი) პრეტენზიას, რომ ის რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ციტირებს.

„ბატონი ყაველაშვილი, ამ შემთხვევაშიც შეუვალი იყო: „ჩვენ უნიკალური ხალხი ვართ და საუკუნეების განმავლობაში გვიწევდა ბრძოლა ჩვენი ენის, კულტურის, ღირებულებებისა და იდენტობის შესანარჩუნებლად“, – მითხრა მან. „ჩვენი უმთავრესი მიზანია ამ კულტურის გაძლიერება და შენარჩუნება. ჩვენ ღია ვართ ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ორმხრივ პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამის ნაცვლად, მათგან მხოლოდ ორმაგ სტანდარტებს, თვალთმაქცობასა და მტრულ დამოკიდებულებას ვხედავთ. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას მიზნად ვისახავთ საქართველოს გასაძლიერებლად და არა დასასუსტებლად“, – ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ეროვნულ იდენტობასა და ინტერესებზე აქცენტირებით, მიხეილ ყაველაშვილი ძალიან ჰგავდა ბევრ ამერიკელ რესპუბლიკელს. ამასთან, სტატიაში წერია, რომ როგორც მთელი თავისი ვრცელი ისტორიის მანძილზე, საქართველო კვლავ საკუთარ რესურსებსა და იმის უნარზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ტურბულენტურ სამეზობლოში დაპირისპირებულ ძალებს შორის მანევრირებას.

„ეროვნულ იდენტობაზე, ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციულ ეროვნულ კულტურაზე აქცენტირებით, პრეზიდენტი ყაველაშვილი ძალიან ჰგავდა ბევრ ამერიკელ რესპუბლიკელსა და ევროპაში მზარდ მემარჯვენე პოპულისტურ მოძრაობებს (და, რა თქმა უნდა, უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს), რომლებიც უპირისპირდებიან იმას, რასაც ისინი ბრიუსელის დიქტატურად და ლიბერალური ელიტების მიერ კულტურული ცვლილებების ძალადობრივ და თავსმოხვეულ მცდელობად აღიქვამენ. „ქართული ოცნების“ მსგავსად, ყველა ეს მოძრაობა მასობრივი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად კულტურული ღირებულებების დაცვის ენას იყენებს. ამან შესაძლოა, პრეზიდენტ ყაველაშვილის მიზანი, გარდაქმნას ევროკავშირი საქართველოს წარმოდგენის შესაბამისად, ბევრად ნაკლებ ექსტრავაგანტურ მისწრაფებად აქციოს, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. საფრანგეთის მომავალი „ეროვნული გაერთიანების“ მთავრობა, სავარაუდოდ, ბევრად უფრო თავისუფალი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, რაც უფრო ახლოსაა „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტ დე გოლის იდეებთან, ვიდრე დღევანდელი ევროკომისიისა და დასავლეთ ევროპის ისტებლიშმენტის იდეებთან. მისი თქმით, „ევროკავშირი არ არის მუზეუმი. ევროკავშირის შიგნით განწყობები იცვლება და ეს ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება.“ თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი ძალების მიერ დომინირებულმა ევროკავშირმა, შესაძლოა, უფრო ნაკლებად მოისურვოს შემდგომი გაფართოება. როგორც მთელი თავისი ვრცელი ისტორიის მანძილზე, საქართველო კვლავ საკუთარ რესურსებსა და იმის უნარზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ტურბულენტურ სამეზობლოში დაპირისპირებულ ძალებს შორის მანევრირებას“, – წერია ამერიკული გამოცემის, Responsible Statecraft-ის სტატიაში.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი