პოლიტიკა
ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან - ირაკლი კობახიძე
კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადეთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შესანიშნავი დასკვნისთვის, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ ყველაფერი გააკეთა და პირადად ჯანი ბუკიკიომ, რომ შემდგარიყო კონსენსუსი საკონსტიტუციო დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოში პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.
„ჩვენ საბოლოო ჯამში ავუხსენით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, თუ რა განაპირობებდა გადაწყვეტილების მიღებას პარლამენტში, როგორ იქნა ის გადაწყვეტილება მიღებული, რომლის მიხედვითაც, ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი. ამასთან დაკავშირებით, გვქონდა ძალიან ღია საუბარი, ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან იმისათვის, რომ საქართველოში შევჯერდეთ ისეთ სამართლებრივ სისტემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მყარ დემოკრატიულ განვითარებას“,- აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან განვითარებას.
„ყველა მუხლთან დაკავშირებით არის წინსვლა. ეს კონსტიტუცია, ეს დოკუმენტი აყალიბებს ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მიზანი პირდაპირ არის ასახული ქვეყნის ძირითად კანონში და ეს განაპირობებს მის ლეგიტიმურობას",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


