პოლიტიკა
ჩვენ განვიხილავთ საქართველოსთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის შესაძლებლობებს - იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს მინისტერიალზე, რომელიც ბრიუსელში ხვალ იხსნება, ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერაზე იმსჯელებენ.
როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატო-სწევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე ოთხშაბათს ისაუბრებენ.
„მინისტერიალი დასრულდება ნატოს-ს ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობით. როგორც მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებამ აჩვენა, ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელია იმ ქვეყნებისთვის, ვინც რეალურ პროგრესს აღწევს რეფორმებსა და მოდერნიზაციის პროცესში. ასე რომ, ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ასპირანტ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენს საერთო უსაფრთხოებისა და ღირებულების საზოგადოებაში გაერთიანება სურს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია.
„ნატო-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ისეთ სკითხებზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ოპერაციების დაგეგმვა. ასევე ჩვენი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრისა და ალიანსის მიერ დაფინანსებული თავდაცვითი ინსტიტუტების განვითარების სკოლის ფარგლებში. ამ სკოლაში წვრთნები უკვე ათას სტუდენტს ჩაუტარდა. სხდომის დროს ჩვენ განვიხილავთ საქართველოსთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მაგალითად შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ოთხშაბათს გაიმართება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


