პოლიტიკა
ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანა სრულად საპარლამენტო მმართველობაზე გადადის. კობახიძის მტკიცებით, მმართველობის ეს ფორმა საყოველთაოდაა აღიარებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებასა და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს.
„ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმა და როგორც მოგეხსენებათ, ასევე, 2020 წლიდან ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ასევე, შემოღებული იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რაც იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება.
თქვენ ნახეთ, რა პროგნოზს ვაკეთებდით ჩვენ, რომ არ არის თავსებადი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები საპარლამენტო მმართველობასთან და ამის საუკეთესო დასტური იყო ეს საპრეზიდენტო არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ვერ გამოდიოდნენ პროგრამებითა და რეალური დაპირებებით. მათ, ხშირ შემთხვევაში, უწევდათ ტყუილი დაპირებების გაცემა და ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ და ასევე, კონცენტრირებული იყო ეს არჩევნები მთლიანად პიროვნულ თავდასხმებზე, შეურაცხყოფაზე, აგრესიაზე და ეს იყო იმ ნონსენსის გამოძახილი, რასაც ჰქვია საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს არის არასწორი და ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტის შემდეგი არჩევნები ჩატარდება უკვე არაპირდაპირი წესით",- განაცხადა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


