პოლიტიკა
ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას - ანრი ოხანაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ხელწერა არის არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ.
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. მმართველი გუნდის ხელწერა არის არჩევნების მშვიდობიანად, კონკურენტულ გარემოში ჩატარება. ამ ხელწერას ადასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ასეა 2012 წლიდან.
თუკი ადგილი აქვს კერძო პირებს შორის რაიმე სახის დავას და ხდება კონკრეტული ინციდენტი, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, თუმცა ამ ყველაფრის პოლიტიკურ სივრცეში გადატანა არის ცუდი. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის ორგანოს, ყველა შესაძლო ქმედებაზე მოახდინონ რეაგირება, რათა არავინ არ დარჩეს პასუხისმგებლობის მიღმა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


