პოლიტიკა
ჩვენ ჩვენს წილ რისკებზეც ვფიქრობთ - ირაკლი სესიაშვილი სირიის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი სირიაში ვითარების ესკალაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს აშშ-ისა და დასავლური სამყაროს ქმედებებს მის მოსაგვარებლად.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მსჯელობს არსებულ რისკებზე.
„როგორც ვხედავთ, რუსეთი თავისი ე.წ. მშვიდობის დამყარებას ცდილობს, რაც რა თქმა უნდა, საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ამიტომ მივესალმები აშშ-ს, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომ რუსეთი როგორღაც საერთაშორისო სამართლის ნორმებში მოექცეს და ის მინიმალური წესები დაიცვას, რაც უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და ადამიანების სიცოცხლის დაცულობას. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, სირიაში მშვიდობისაკენ გადაიდგას ნაბიჯები. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს წილ რისკებზეც ვფიქრობთ", - განაცხადა სესიაშვილმა.
შაბათს სირიის ქალაქ დუმაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, აქედან 43-ს დაუდგინდა სიმპტომები, რომლებიც ქიმიურ თავდასხმაზე მიუთითებდა.
დასავლეთი მომხდარში სირიის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რამე მონაწილეობას უარყოფს. ასადის პარტნიორი რუსეთი კი დასავლელი ლიდერების განაცხადებებს ქიმიური თავდასხმის შესახებ „პროვოკაციას“ უწოდებს.
სირიაში შექმნილი ვითარების გამო აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა დასავლელი ლიდერები მსჯელობენ სირიის სამთავრობო ძალებზე სამხედრო იერიშის ვარიანტზე. სამხედრო მოქმედებებში ჩართვაზე უარი თქვეს იტალიამ და გერმანიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


