უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 თებერვალი, 2026 12:10
font-size

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი კვლევები ქვეყანაში 2017 წლიდან მოყოლებული ტარდებოდა.

„ეკონომიკის სამინისტრო ყოველწიურად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ატარებდა ხოლმე კერძო სექტორის კვლევებს, თუმცა წლევანდელი კვლევა იყო განსხვავებული იმით, რომ მის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში კვოტების განსაზღვრა, სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება. კვლევა ჩაატარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად. ჩვენ ასევე ვთხოვეთ ჩართულობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის არსებითად 2 დამსაქმებელი - კერძო და საჯარო სექტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კერძო სექტორთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ კვლევა სწორი მეთოდოლოგიით, სწორი მიდგომით ჩატარებულიყო და მინდა, ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. ეს კვლევა და მისი მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. გამოყენებულია ისეთი ორგანიზაციების პრაქტიკა, როგორიც არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ევროპის საგანმანათლებლო ფონდი, პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრი“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთლიანობაში, ამ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 12 500 საწარმო.

„საკმაოდ მასშტაბური იყო ეს კვლევა, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო, 1 752 საშუალო ზომის საწარმო და 10 278 მცირე ზომის საწარმო, რომლებიც შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოკითხვის ჩატარებაში ჩვენ დაგვეხმარა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქსტატი, რომლის 153 ინტერვიუერი იყო ჩართული კვლევის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა იყო მასშტაბური, ცდომილების დონე არის ძალიან დაბალი, 0.49% არის ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პარალელურად ჩატარდა საჯარო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა და ამ კვლევამ მოიცვა უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყება, ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ერთდროულად, ამ კვლევამ მოიცვა, როგორც კერძო სექტორი მასშტაბურად, ასევე - უკლებლივ ყველა უწყება და ორგანიზაცია საჯარო სექტორში. ცალკე განისაზღვრა აკადემიურ სფეროში მოთხოვნა, შრომის ბაზრის ნაწილია, ბუნებრივია, აკადემიური სექტორიც. აქ იგულისხმება, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე - სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და აქ უკვე განათლების სამინისტრო ჩაერთო აქტიურად შესაბამის სფეროში შრომის ბაზრის მოთხოვნის განსაზღვრაში. ასევე, ინტერვიუების ჩატარებასთან ერთად, ბუნებრივია, განხორციელდა სტატისტიკის შეფასებაც, მათ შორის, შესწავლილ იქნა შრომის ბაზარზე არსებული პროფესიული განაწილება, სექტორების მიხედვით სად, რამდენი ადამიანია დასაქმებული დღევანდელი მოცემულობით. ასევე, შესწავლილ იქნა სამუშაო ძალის ჩანაცვლების სტატისტიკა, ესეც სექტორების მიხედვით. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ბაკალავრის საფეხურზე ჩარიცხულთა, კურსის დამთავრებელ სტუდენტთა ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემები, დეტალური ანალიზი განხორციელდა ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი