სამართალი
ჩვენ ბრალი გვედება ისეთ დანაშაულში, რომელიც არც კი მომხდარა - ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული
ჩვენ ბრალი გვედება ისეთ დანაშაულში, რომელიც არც კი მომხდარა, არათუ ვერ ჩავიდენდით, არც კი მომხდარა, - განაცხადა სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დავით წიფურიამ.
მისი თქმით, ბრალდება ეყრდნობა სიყალბეს, ვინაიდან ,,დელტაკომს’’ თავდაცვის სამინისტროსთვის არ შეუთავაზებია უფასო კაბელი და შესაბამისად, ,,სილქნეტთან’’ გაფორმებული ხელშეკრულება სადავო არ არის.
,,მთელი ჩვენი ბრალდება ეყრდნობა რამდენიმე დიდ სიყალბეს. ერთ-ერთი დიდი სიყალბე არის ის, რომ ,,დელტაკომი’’ რაიმეს სთავაზობდა თავდაცვის სამინისტროს უფასოდ. ამის დამადასტურებელი არანაირი საბუთი საქმეში არ დევს, გარდა ჯალიაშვილის და ხუბულურის დაკითხვებისა. არანაირი დოკუმენტი, რომელიც გადაიგზავნა თავდაცვის სამინისტროში და სადაც დაფიქსირებული იყო ნულოვანი ფასი ან უფასო მომსახურება, ასეთი საქმეში არ მოიპოვება. ბრალდების მხარე გვიყენებს ბრალდებას, რომ რაღაც ჩავიდინეთ. თქვენ ამდენი სიყალბის შემდეგ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ გონიერ ეჭვსმიღმა სტანდარტის რამე მტკიცებულება არის საქმეში ჩვენი ბრალეულობის? შეიძლება, რომ ამდენი ტყუილით და ამ ტყუილზე დაფუძნებული კიდევ რაღაც მსჯელობებით მივიღოთ რამე ჭეშმარიტი მტკიცებულება და რამე იყოს ეჭვგარეშე? ჩვენ ბრალი გვედება ისეთ დანაშაულში, რომელიც არც კი მომხდარა, არათუ ვერ ჩავიდენდით, არცკი მომხდარა.
ეს ბრალდება შეურაცხმყოფელიც კი არის, იმიტომ, რომ რეალურად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოდის, რომ ჩვენ 5 ადამიანი ვართ ჭკუასუსტები; ვიღაცას 4 მილიონი გავაკეთებინეთ და ამით ჩვენ არაფერი არ მოვიგეთ. გვეუბნებიან, რომ რაღაც უპირობო კეთილგანწყობა მოვიპოვეთ ,,სილქნეტთან’’ და ეს უპირობო კეთილგანწყობა რა არის, იქნებ ამიხსნათ?’’ - განაცხადა ბრალდებულმა, დავით წიფურიამ მოსამართლეთა კოლეგიისადმი სიტყვით მიმართვისას.
მას შემდეგ, რაც ყველა ბრალდებული იტყვის დასკვნით სიტყვას, მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგია გამოაცხადებს, თუ როდის იქნება განაჩენი ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის 7-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


