პოლიტიკა
ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი დავწიოთ 14 წელზე ქვევით - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 14 წელზე ქვემოთ დაწეული არ იქნება და ამ ასაკობრივი ჯგუფის არასწრულწლოვნები სხვანაირად აგებენ პასუხს დანაშაულზე, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ ორ საკითხზე სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოზე. ერთი არის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელსაც მატერიალურს უწოდებენ ამ პროფესიის წარმომადგენლები.
ანგარიშს გავაკეთებ საბჭოს წინაშე, თუ რა პროცესი გაიარა ამ ცვლილებებმა იმისთვის, რომ უკვე 4-წლიანი მუშაობის პროცედურა, ჩემი სურვილი იქნებოდა, ამ საგაზაფხულო სესიაზე დავხუროთ. რამდენიმე არსებულ მუხლში უნდა შევიდეს ცვლილება, იმისთვის, რომ ჩვენი მატერიალური კოდექსი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფუძემდებლური, 90-იან წლებში შემუშავებული იმ დროისთვის თანამედროვე ტექსტი, დღევანდელ თანამედროვებასთანაც იყოს შესაბამისი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესატან ცვლილებებზეც ვიმსჯელებთ დღეს, სადაც ჩენ 14 წლისა და უფრო მეტი ასაკის გოგონებსა თუ ბიჭებს, ვისაც მოსდით შეცდომები, რომელსაც დანაშაული ჰქვია, რა თქმა უნდა, დაუჯელი ვერ დარჩება, მაგრამ აუცილებელი ამ კოდექსში შევიდეს რამდენიმე ცვლილება, რაც მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს საქმიანობას გაუადვილებს.
რაც შეეხება 14 წლის ქვევით არასრულწლოვნებს, ვინც ბოლო დროს გახშირებული ქურდობების გამო მოხვდა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ეს კოდექსი მრავალჯერ ავხსენი და დღესაც ავხსნი - მათ არ ეხებათ, რადგან ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი დავწიოთ 14 წელზე ქვევით.
14 წელზე ქვევით ვინც ჩადის დანაშაულს, მათ არა პოლიციური და პენიტენციური პასუხი, არამედ სხვა ტიპის პასუხი ჭირდებათ. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


