უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 აგვისტო, 2025 14:33
font-size

ჩვენ არ შევეგუებით, რომ საქართველო უნდა იქცეს შპს ივანიშვილის დიქტატურად - ირაკლი ფავლენიშვილი

2003 წლიდან 2012 წლამდე იყო რეფორმების, წარმატების პერიოდი და ისტორიის გადაწერა ვერ მოხერხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „პარლამენტის ე.წ. კომისიის მიზანია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ღალატის კომისიაზე, რომელიც აკეთებს იმას, რაც წარუმატებლობისთვის არის განწირული. სინამდვილეში ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებამ, ძალიან კარგად იცის, რომ 2003 წლიდან 2012 წლამდე იყო „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმების, წარმატების, ინსტიტუციების მშენებლობის პერიოდი და ვერანაირი რუსული პროპაგანდისტული კლიშეების დანერგვა, ისტორიის გადაწერა ვერ მოხერხდება. ეგრეთ წოდებული კომისიის, სინამდვილეში, ღალატის კომისიის მიზანი, მათ შორის იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა, რუსებისთვის სალაპარაკოს მიცემა, თითქოს მათ ბარბაროსულ აგრესიაში მარტო მათი ბრალეულობა კი არ იყო, არამედ ქართველი ხალხის, სახელმწიფოს ბრალეულობაც.

ძალიან რეალურია ჩვენი, ყველას დაპატიმრება, აკრძალვა, განადგურება ყველა სამოქალაქო პოლიტიკური უფლების. ამას ვუყურებთ ბოლო თვეების მანძილზე, 29 აპრილს ამის შესახებ ღიად ისაუბრა ივანიშვილმა და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიასაშუალების, ოპოზიციური პარტიის გაუქმება, განადგურება დააანონსა. ქართველი ხალხი ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მათ შორის, 4 ოქტომბერს. ჩვენ არ შევეგუებით, რომ საქართველო უნდა იქცეს შპს ივანიშვილის დიქტატურად. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ადამიანები 13 წლის შემდეგ თითქოს იძიებენ საქმეს. ნება და კონკრეტული შესაძლებლობა რომ არსებულიყო, ამას იზამდნენ 13 წლით ადრე. უბრალოდ, ახლა დასჭირდათ ბოლომდე მიყვანა, რათა გააფორმონ დიქტატურა. რაც შეეხება დანაშაულებს, ეს ხალხი დანაშაულებზე როცა საუბრობს, არასდროს ყოფილა საკითხი დასმული, სად არიან,მაგალითად, ის პროკურორები, პოლიციელები, ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ? მიხეილ სააკაშვილი ხომ არ დადიოდა ან სხვა რომელიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი? სად არის პოლიციელი და პროკურორი, რომელიც რომელიმე დარღვევას ჩადიოდა, რაზეც კომისიის ფარგლებში იყო საუბარი? რატომ არ არის ამაზე საუბარი? ანუ, მათივე „ქოცური“ ლოგიკით, შეუძლიათ, დანაშაული ჩაიდინონ და ამდენი წლის შემდეგ არ შეეხებიან, უბრალოდ ამ დანაშაულებზე ისაუბრებენ. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს, შეიძლება, საერთოდ არ ჰქონოდათ შეხება კონკრეტულ ფაქტებთან. კარგად გვესმის, რომ კონკრეტული გადაცდომები შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ხელისუფლების დროს ნებისმიერ ქვეყანაში. მაინცდამაინც მათკენ რომ იშვერენ ხელს, არცერთი მაგალითი არ ყოფილა ამ კომისიის ფარგლებში, რომ კონკრეტულ პროკურორზე, პოლიციელზე, მოსამართლეზე ყოფილიყო საუბარი. ეს აჩვენებს, სინამდვილეში რა არის ამ ეგრეთ წოდებული კომისიის მიზანი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი