პოლიტიკა
ჩვენ აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი, მწავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ - გიორგი გახარია
„ჩვენ აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი, მწავე დისკუსიისთვის და არა ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრებს განუცხადა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დასაწყისში.
„მინდა გითხრათ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ჩვენთვის არასდროს არ ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა, ჩვენ არასდროს არ შეგვშინებია მწვავე კითხვებისა და მწვავე დისკუსიების და , რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია და პატივს ვცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და აბსოლუტურად მზად ვართ ასევე დისკუსიებისთვის.
თუმცა ასევე მინდა გითხრათ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ აქ ავიღეთ გარკვეული ვალდებულება 2018 წელზე და, რა თქმა უნდა, ვთვლით ჩვენს თავს ვალდებულად, გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს, მაგრამ გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზედ მოკლე, კონკრეტულ შედეგებსა და და გეგმაზე ორიენტირებული მოხსენება.
ასე რომ, ბატონებო და ქალბატონებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი, მწავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის და იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში ჩვენ შევძლებთ, დავამყაროთ დიალოგი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები როგორც სამინისტროს, ასევე ქვეყნიოს უსაფრთხოების წინაშე“, - განაცხადა გახარიამ გამოსვლის შესავალ ნაწილში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


