პოლიტიკა
ჩვენ აქ ვართ ოპონირებისთვის და საპარლამენტო უმრავლესობის ნაცვლად ამ კვორუმს არ შევავსებთ - ოთარ კახიძე
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის გადადებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის ნაცვლად კვორუმს არ შეავსებს. მისი განმარტებით, ამ ქმედებით ოპოზიციამ საზოგადოებას დაანახა საპარლამენტო უმრავლესობის დამოკიდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
„ქართულ ოცნებას“ 122 დეპუტატი ჰყავს საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება კვორუმს, კვორუმი არის 76. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვაზე, რომელზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი და რომელიც მათი მთავრობის მომზადებულია, არ ჩამოდიან პარლამენტში.
რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ აქ ვართ ოპონირებისთვის და მათ პასუხისმგებლობას არ გავიზიარებთ და მათ ნაცვლად ამ კვორუმს არ შევავსებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაინახოს, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფოს ბიუჯეტის მიმართ“, - განაცხადა კახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო, 16:00 საათამდე გადაიდო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


