პოლიტიკა
“ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს” - „ლელო - ძლიერი საქართველო“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
სანამ თეა წულუკიანი და რუსული ოცნების საბჭოთა “ტროიკის” მსგავსი კომისია წარსდგება დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე, ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ასევე, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა საზოგადოების თვალში ვამხილოთ რეჟიმის რეალური ზრახვები - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პროკურატურასთან პარტიის გენერლაურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ წაიკითხა.
„არალეგიტიმურ პარლამენტში შეკრებილმა ბიძინა ივანიშვილის სადამსჯელო რუსულმა კომისიამ, მიმდინარე სხდომებსა და პროპაგანდისტული მედიების ეთერებში, მისი წევრების განცხადებებმა ღიად დაადასტურა, რომ ე.წ. კომისიის მიზანი არის არა ისტორიული და ფაქტობრივი სიმართლის დადგენა, დაზარალებული პირების უფლებების აღსადგენად, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება და ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება; საქართველოს რეალურ, პროდასავლურ პოლიტიკურ კლასზე თავდასხმა და მისი განადგურების მცდელობა; რუსული რევანში და კრემლის სახელით ქართული ჯარის დისკრედიტაცია და სახელმწიფოს გასამართლება.
დღეს უკვე აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, ამ ორგანოს უპირველეს დანიშნულებად და მიზნად „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების დევნას ისახავს. ეს ხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე, როდესაც პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის ხელშია და არცერთი გამოძიებული საქმე არ არსებობს. ე.წ კომისიის სხდომებზე გაჟღერებული ცრუ ბრალდებები, თეა წულუკიანის დამაზუსტებელი „კითხვები“ და მის მიერ პროპაგანდისტულ ეთერში გაკეთებული მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამელური, მუქარანარევი განცხადებები, შესაძლოა განვიხილოთ სასამართლოსთვის მითითებად.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნე, რეალურად არის „ლელო-ძლიერი საქართველო“, როგორც დამოუკიდებელი, პროქართული, პროევროპული ძალა, რომელიც რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ხალხს რეალურ ალტერნატივას სთავაზობს, რაც პარტიის მზარდი რეიტინგითა და მისი რიგების გაფართოებით დასტურდება. კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ სრულად იზიარებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას აღნიშნული კომისიის ბოიკოტირების შესახებ და არ დაუშვებს კოალიციისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას არალეგიტიმური პარლამენტის წარმონაქმნის მხრიდან!
მიტაცებული ხელისუფლების ქართველი ხალხისათვის დაბრუნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს, მანამდე კი, სანქცირებული მურუსიძის სასამართლოს პირობებშიც კი, არ ვაპირებთ სამართლებრივი რეაგირების გარეშე დავტოვოთ კომისიაზე და პროპაგანდისტულ მედიაში გაჟღერებული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები!
სანამ თეა წულუკიანი და რუსული ოცნების საბჭოთა „ტროიკის“ მსგავსი კომისია დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე წარდგება, ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ასევე, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა საზოგადოების თვალში ვამხილოთ რეჟიმის რეალური ზრახვები“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


