პოლიტიკა
ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ყველანაირი პერსონალური ძალადობის, თუ რამე იყო სალომე ზურაბიშვილის მისამართით, გამოიძიონ - გიორგი ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტები.
ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ძალა ერთობაშია“ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია.
„ამ ქალბატონის მთავარი პრობლემაა ის, მან თავიდანვე აირჩია გზა, რომ სამხედროებს და ზოგადად, შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდება. როგორ შეიძლება, მთავარსარდალი იყოს. არ ვიცი, რაზე საუბრობს. თუ არის მიწერ-მოწერ, აუცილებლად უნდა გაარკვიოს შესაბამისმა სამსახურმა. აღვნიშნავ, რომ იგივე ძალადობის ფაქტზე, ახალქალაქში არაფერი არ მომხდარა ჯერ, ჩვენი შტაბის წევრებზე ძალადობას ვგულისხმობ. ამ განცხადებაზე კი რაღაც სიუჟეტის შექმნას შეეცდება „ქართული ოცნება“. ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ყველანაირი პერსონალური ძალადობის. თუ რამე იყო სალომე ზურაბიშვილის მისამართით, გამოიძიონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შსს-სა და შესაბამის უწყებებს მოუწოდა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


