პოლიტიკა
ჩორჩანასთან დაკავშირებით გარე დავალება შეასრულა გახარიამ, იგივე, გარე დავალებების მიმღებმა ტელევიზიებმა არ აწიეს ეს თემა - არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია, ბოლომდე გადაეფარნენ და დაიცვეს გახარია, იმიტომ, რომ მათ ჰყავდათ ერთი პატრონი - ირაკლი კობახიძე
ჩორჩანასთან დაკავშირებით საქმე ეხება მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელიც ჩააბარა გახარიამ ძალიან საეჭვო გარემოებებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი და დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ.
„რაც შეეხება ჩორჩანას, ეს არის უმძიმესი დანაშაული. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, მაშინ დაიწყო გამოძიება ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით. გამოძება არის აუცილებელი. საქმე ეხება მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელიც ჩააბარა გახარიამ ძალიან საეჭვო გარემოებებში. მთელი პიარ კამპანიით დადგეს საგუშაგო პუნქტი და ამას მოჰყვა ჩვენი მილიონი კვადრატული მეტრის მიტაცება. მაშინ, „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიას საერთოდ არ აუტაცებია ეს თემა. ჩვენს ხელისუფლებას რომ დაემართოს ასეთი რამ, რომ გადავდგათ უგუნური და მოღალატეობრივი ნაბიჯი და ამის გამო დავკარგოთ მილიონი კვადრატული მეტრი, რამხელა ამბავს ატეხდა მთელი ოპოზიციური მედია. არავის ხმა არ ამოუღია. იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ერთი პატრონი. გარე დავალება შეასრულა გახარიამ, იგივე გარე დავალებების მიმღებმა ტელევიზიებმა არ აწიეს ეს თემა. არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია, ბოლომდე გადაეფარნენ და დაიცვეს გახარია. იმიტომ, რომ მათ ჰყავდათ ერთი პატრონი. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


