უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 მაისი, 2018 15:40
font-size

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, რომლის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გუშინ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მსაჯულების გუშინდელ გადაწყვეტილებაზე საბოლოო სასჯელი – 15 წელი, მოსამართლე ეკატერინე გაბრიჭიძემ განსაზღვრა.

საუბარია თბილისში 2017 წლის 16 აგვისტოს, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მ.ი.-მ მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლით, ი.ძ.-ს ზურგის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მ.ი-ს ბრალად ედებოდა, განზრახ მკვლელობა. ცივი იარაღის ტარება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი