უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მარტი, 2017 13:50
font-size

ჩინოვნიკებისა და მინისტრების კომფორტის გამო ათეულობით მილიონი ლარი უნდა მოაკლდეს სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებსა თუ ეკონომიკის განვოთარების პროგრამებს - ირაკლი აბესაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის შესახებ. აბესაძის თქმით, ამ პროექტის დაფინანსების გამო სოციალური და სხვა პროგრამების სუბსიდირება შეფერხდება.

„ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე უარის ვერთქმის გამო მათ გაზარდეს გადასახადები და დღეს მოსახლეობას უწევს საწვავსა და სხვა პროდუქტებში გაცილებით მეტის გადახდა, ვიდრე ეს იყო მანამდე. ახლა კი კვირიკაშვილი აანონსებს, რომ საბიუჯეტო სახსრებიდან ათეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს კვლავ კომფორტის მოწყობაზე ჩინოვნიკებისთვის, მინისტრებისთვის და ეს თანხა უნდა მოაკლდეს იმ სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებსა თუ ეკონომიკის განვოთარების პოგრამებს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის“, - განაცხად აბესაძემ.

დღეს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული ინიციატივის მიხედვით, სამთავრობო ქალაქში ყველა სამინისტრო განთავსდება, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ერთიანი სივრცის შექმნა სამთავრობო უწყეებებისთვის გააუმჯობებესებს მათი მომსახურების ხარისხს. მისივე თქმით, ამ პროექტისთვის გამოყოფილია დიდი ტერიტორია ორთაჭალაში.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი