სამართალი
ჩემთვის პრიორიტეტი დედაჩემია და დედაჩემის ციხიდან გამოსვლა - გურამ რჩეულიშვილი
ცენტრ პოინტის „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდზე ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმა გლდანის საპატიმრო უკვე დატოვა.
როგორც მან ციხიდან გამოსვლისას მედიასთან საუბარში განაცხადა, ის თავს უდანაშაულოდ თვლის.
„ბრალდებაზე ორ სიტყვაში ვერ ვილაპარაკებ. მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახია და რა ვიცი დედა, დეიდა ციხეში და ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი“,-აღნიშნა რჩეულიშვილმა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა იგი ცენტრ პოინტის საქმეში პოლიტიკურ სარჩულს, გურამ რჩეულშვილმა განაცხადა, რომ ორივე მხარეს აქვს თავისი სიმართლე, შესაბამისად, საქმეში დიდად პოლიტიკური კონტექსტი არ დევს.
„ბევრი სხვადასხვა კონტექსტია, შეიძლება ითქვას პლიტიკურიც არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა მხარეს აქვს თავისი სიმართლე. ორ სიტყვაში ამას ვერ ჩამოვაყალიბებ. ჩვენს მხარესაც, დაზარალებულების მხარესაც, ამიტომ მთლად პოლიტიკურ კონტექსტში ამას ვერ განვიხილავ“,-აღნიშნა რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, ახლა მისთვის მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს.
„აუცილებლად გამოსავალს ვიპოვით. რაც მთავარია ჩემთვის პრიორიტეტი დედაჩემია და დედაჩემის გამოსვლა, მაგრამ დაკავშირებული მაქვს და გაიგივებული მაქვს დაზარალებულების დაკმაყოფილებასთან. ამიტომ, ამ ორივე პრობლემას ერთად მოვაგვარებთ“, - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობდა თუ არა მისი მიმალვის საფრთხე, რადგან პროკურატურამ მისთვის პასპორტის წართმევის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, გურამ რჩეულშვილი პასუხობს, რომ „არ არსებობს ასეთი საფრთხე. როგორ შეიძლება დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში იჯდნენ და მე სადმე მივიმალო“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


