უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 აპრილი, 2018 16:25
font-size

ჩემთვის მოსკოვში ვოიაჟები მიუღებელია მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით - ირაკლი სესიაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ქართველი პოლიტიკოსების ვოიაჟები რუსეთში საქართველოს საერთო პოლიტიკური კურსის გაუთვალისწინებლად. ასე გამოეხმაურა დეპუტატი საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას ვიზიტს მოსკოვში.

„მე შეიძლება, არ მომწონდეს ის, რომ ქართველი პოლიტიკოსები მოსკოვში დადიოდნენ, მაშინ როდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთმა წლების განმავლობაში ჩვენი ჯარისკაცები და მოქალაქეები დაგვიხოცა. არ მსიამოვნებს, როცა ხელისუფლების საერთო პოლიტიკის გაუთვალისწინებლად, ჩვენი პოლიტიკოსები რუსეთში დადიან, თუმცა ესეც პოლიტიკის ნაწილია და ეს პოლიტიკური ძალა თვლის, რომ მას აქვს ხედვა ჩრდილოეთისკენ, არგუმენტად მოაქვთ, რომ ვესაუბროთ რუსეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომლებსაც სურთ, რომ არჩევნებში იმ ხალხის მხარდაჭერა მიიღონ, ვინც მათსავით ფიქრობს. ჩემთვის მოსკოვში ვოიაჟები მიუღებელია მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით“,- განაცხადა სესიაშვილმა.

როგორც ლომიამ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ვრცელ კომენტარს მოსკოვის ვიზიტის შესახებ ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი