პოლიტიკა
ჩემთვის კანდიდატის აცილების მოთხოვნის დაყენება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა - ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის აცილებაზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებაზე საბჭოს წევრი შოთა ქადაგიძე მას არაკორექტულად ესაუბრებოდა, რამაც აიძულა, პროცესი დროებით დაეტოვებინა.
საბჭოს არამოსამრთლე წევრის განმარტებით, ქადაგიძის გაღიზიანება გამოიწვია ჯანეზაშვილის კრიტიკა ლეილა მამულაშვილის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელმაც ანა დოლიძეს აცილება მოითხოვა.
„შოთა ქადაგიძე სრულიად ამოვარდნილია საბჭოს წევრის სტატუსიდან. მგონი, არც იცის, რომ საბჭოს წევრია, იმდენად არაკორექტულად იქცევა საბჭოს წევრის მისამართით და არაკორექტულად მომმართა. თამჯდომარეს ვთხოვე, შეეხსენებინა მისი ვალდებულებები. საკმაოდ ძველი ბიჭები გვყავს საბჭოში. სამწუხაროდ, საქმის გარჩევებიც მიდის.
ჩემთვის მიუღებელია, როდესაც საბჭოს წევრი მომმართავს ისე, როგორც სხვა ტიპის ადამიანებს მიმართავენ. ჩემი პოზიცია გამოვხატე ლეილა მამულაშვილის შუამდგომლობასთან (მამულაშვილმა ანა დოლიძის აცილება მოითხოვა) დაკავშირებით და მიმაჩნია, რომ ეს არის დაუსაბუთებელი, თუმცა ისიც აღვნიშნე, რომ „ადეიშვილის ნარჩენებთან“ დაკავშირებით დოლიძის პოზიციას არ ვიზიარებ.
ამაზე კითხვამ კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია. შოთა ქადაგიძე, რომელიც გამოირჩევა მოსამართლე წევრების პოზიციის მხარდაჭერით, ჩემი აზრით, მათი დავალებების შემსრულებელია“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ჯანეზაშვილის თქმით, „საკმაოდ ძველი ბიჭები გვყავს საბჭოში, სამწუხაროდ, საქმის გარჩევებიც მიდის“.
მისივე შეფასებით, საბჭოს წევრები ცდილობენ, კრიტიკულად მოაზროვნე წევრებზე ზეწოლა მოახდინონ და გააჩუმონ.
„დილით, გასაუბრების გახსნამდე, სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე და ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარეა, ამავდროულად საბჭოს წევრიც არის, ჩემგან პასუხები მოითხოვა იმაზე, თუ რატომ მივეცი მედიას კომენტარი, რომ ისინი ეთიკის ნორმებს არღვევენ. დიახ, ახლაც ვაცხადებ, რომ ისინი ეთიკის ნორმებს არღვევენ, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციის მიერაა მიღებული. მეორე მხრივ, ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც ისინი დღეს ახორციელებენ, არის საშიში, ვინაიდან ცდილობენ, რომ გააჩუმონ სხვა წევრები, რომლებიც საერთოდ რამეზე საუბრობენ და ამავდროულად კრიტიკულები არიან. როგორც იცით, ჩვენთან გვაყავს მდუმარე წევრები, რომლებიც საერთოდ ხმას არ იღებენ სხდომებზე და კომენტარებითაც არ გამოირჩევიან. როგორც ვიცით, მხოლოდ ორი მოსამართლე წევრი აკეთებს ხოლმე კომენტარს და ისიც, ალბათ, წინასწარ არის დაგეგმილი“, -უთხრა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების გასაუბრების პროცესიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილებას, ჯანეზაშვილმა ეს საშიშ ტენდენციად შერაცხა.
„ეს არის საშიში ტენდენცია, როდესაც ანა დოლიძე ჩამოაცილეს პროცესს. შესაძლოა, ამგვარი კამპანია კვლავ გაგრძელდეს, რომელიც შეთანხმებულია იმ კანდიდატებსა და მოსამართლე წევრებს შორის, რომლებსაც დღეს როგორც ერთ გუნდად წარმოდგენილს ვხედავთ. ჩემთვის კანდიდატის აცილების მოთხოვნის დაყენება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა, ვინაიდან მათი შუამდგომლობები დაუსაბუთებელია", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა წევრმა და უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, რევაზ ნადარაიამ და მოსამართლე მერაბ ლომიძემ ანა დოლიძის აცილება მოითხოვეს მისი განცხადების გამო. გუშინ დოლიძემ თქვა, რომ „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები“ სასამართლო ხელისუფლებაში კონტროლისა და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


