პოლიტიკა
ჩემთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა ოთარ დანელიამ ეს განცხადება, სხდომაზე დაახლოებით ერთი საათი ვიჯექი - ზურაბ ალავიძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ არ დაადასტურა აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ალავიძემ დასაწყისიდან მალევე დატოვა და ბოლომდე არ დაესწრო აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომას.
ალავიძის თქმით, ამ განცხადების გაკეთების მიზეზი მისთვის გაურკვეველია. მინისტრის მტკიცებით, ის სხდომაზე დაახლოებით ერთი საათი იჯდა.
„თუ ასეთი განცხადება გააკეთა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა. სხდომაზე ვიჯექი ჩვეულებრივად, დაახლოებით ერთი საათი. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მობილიზებულები ვართ თავიდან ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ. ყოველ შემთხვევაში, წელს დიდი რაოდენობით შევამსუბუქოთ ის დაწოლა, რაც ფაროსანაზე გვაქვს. ერთ წელში ამის მთლიანად მოგვარება ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ალავიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოთარ დანელიამ მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, უხელმძღვანელოს აღნიშნულ კომისიას, რადგან ეს „გაცილებით ეფექტური იქნება“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


