პოლიტიკა
ჩემთან მირზა სუბელიანი მოვიდა და მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია, რა გაეკეთებინა - თბილისის ყოფილი პროკურორი
თბილისის ყოფილი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდების მკვლელობის შემდეგ მას პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მირზა სუბელიანმა დაურეკა, შემდგომ პირადად კაბინეტში მივიდა და რჩევა სთხოვა, რა გაეკეთებინა.
შაყულაშვილის თქმით, ამ მკვლელობამდე მათი ურთოერთობა მისალმებით შემოიფარგლებოდა.
„ურთიერთობა მქონდა გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე. რაც შეეხება 1-ელი დეკემბრის შემდგომ ურთიერთობას, როცა ამ ფაქტის შესახებ გავიგე, დაახლოებით 16:15 საათზე ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი და აღმოჩნდა, რომ მირზა სუბელიანი მირეკავდა. აპლიკაციით მირეკავდა. მითხრა, რომ მირზა იყო და ვუთხარი, რომ არ მეცალა, რადგან 51-ე სკოლაზე ვიყავი გადართული. მან კი საპასუხოდ მითხრა, რომ ზუსტად ამ საკითხზე უნდოდა შეხვედრა. ვიგრძენი, რომ ინფორმაცია ჰქონდა და დავიბარე, რომ სასწრაფოდ მოსულიყო ჩემთან. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მოვიდა ჩემს კაბინეტში სუბელიანი, გაფითრებული და დაბნეული იყო. დავსვი მაგიდასთან და ვკითხე, რა მოხდა. სუბელიანი კი მპასუხობს, რომ 51-ე სკოლასთან მომხდარი უბედურება მისი შვილისა და შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა. მეუბნება, რომ მისმა შვილმა ჩაგვრის შემდეგ დაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც თავის მხრივ, წამოიყვანა მეგობრები, რომლებიც შეიკრიბნენ სადღაც გვერდზე ქუჩაზე და მოხდა უბედურება. ეს იყო ზოგადი მონახაზი. სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია, რა გაეკეთებინა. ამის შემდეგ პირდაპირ ვეკითხები - მირზა, შენი შვილი არის მკვლელობაში გარეული თუ არა? ვის ეჭირა დანა? მან კი მიპასუხა, რომ მე შვილი ასე არ გამიზრდია, რომ მკვლელობაში იყოს გარეულიო, ხოლო ვინ იხმარა დანა, მე არ ვიციო. ვხდები, რომ აღარ აქვს კითხვების დასმას აზრი და ვუთხარი - მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი [გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილი მიხეილ შაყულაშვილის შვილის კლასელი და მეგობარი იყო], ჩათვალე, რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი-მეთქი, ახლავე ჯდები მანქანაში და ისვამ შენს შვილს, მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას“, - განაცხადა შაყულაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
თბილისის ყოფილი პროკურორის თქმით, აღნიშნული საუბრის შემდეგ მათ კონტაქტი არ ჰქონიათ.
„ავიღე ყურმილი და 16:45 საათზე მთავარ პროკურორს შევატყობინე მირზა სუბელიანის ვიზიტის შესახებ და მოვუყევი სუბელიანის მონაყოლის შინაარსი. ასევე კურატორ მოადგილეს მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი, რომ სუბელიანი პოლიციაში გავგზავნე. დავურეკე ასევე ჩემს მოადგილეს, გიორგი გაბოძეს, რომ გაეკონტროლებინა, რომ ამ ბავშვისგან სრულყოფილი ინფორმაცია ამოგვეღო. ამის შემდეგ დავურეკე ქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და ვუთხარი, რომ მივიდოდა მირზა სუბელიანი, ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ დაკითხვა გაეკონტროლებინა. ამის შემდეგ სუბელიანთან კონტაქტი აღარ მქონია. მხოლოდ აღდგომის დღესასწაული მივულოცე“, - აღნიშნა შაყულაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


