სამართალი
ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა - კახა კახიშვილი
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გუშინ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც კვლავ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი.
ჩანაწერში დიალოგი სავარაუდოდ, კვლავ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანსა და უმრავლესობის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის მიმდინარეობს.
სუბელიანი ახალ ჩანაწერშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს და ახსენებს სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს. სუბელიანის თქმით, მას აქვს კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები ფარული ჩანაწერის სახით, რომელიც 2013 წელს არის გაკეთებული და სწორედ ამ ჩანაწერის გავრცელებით დაემუქრა ის მინისტრს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის პირობებს არ დასთანხმდებოდა.
კახიშვილის განცხადებით, მასსა და მირზა სუბელიანს შორის საუბარი პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა.
„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით, საერთოდ არ ყოფილა. როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს, მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი. რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს რომელ დასწესებულებაში უნდა იყოს განთავსებული. იყო საუბარი მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე.
თავიდან განთავსდა მე-9 დაწესებულებაში, შემდეგ გადავიდა მისივე სურვილით, უსაფრთხობის ზომებიდან გამომდინარე მე-8 დაწესებულებაში. ვიზუალური მეთვალყურეობის პირობებში, იქაც აღნიშნავს, რომ არ იყო კმაყოფილი ვიზუალური მეთვალყურეობის გამო,“- ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


