უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 დეკემბერი, 2025 20:26
font-size

ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები - ბიძინა ივანიშვილი

მე, როგორც ჩემი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები! ამ რთულ და საპატიო მისიას შევასრულებთ პირნათლად, ვიდრე ჩვენი საზოგადოება საჭიროდ ჩათვლის, რომ საქართველოსთვის ჩვენი სამსახური მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.

„ძვირფასო თანამოქალაქენო! საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებო ქართველებო!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობის, ერთიანობისა და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გისურვებთ, გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ!

გამოწვევებით და სირთულეებით იყო აღსავსე გასული წელი. საზოგადოება თვალნათლივ ხედავდა, თუ როგორ ებრძოდა გლობალური, ბოროტი ძალა საქართველოს. ძალა, რომელსაც არაჯანსაღი ამბიცია აქვს მსოფლიო მმართველობაზე. ჩვენ ყველა ერთად ვხედავდით იმ ღია, დაუფარავ და უთანასწორო დაპირისპირებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობის წინააღმდეგ, დაპირისპირებას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, ქართველი ხალხის გონიერებითა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაწონასწორებული, მშვიდი და პრაგმატული პოლიტიკით ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი გავეცით, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში.

რა თქმა უნდა, გაჩერებას და დანებებას არც 2026 წელს ვაპირებთ, რადგან ჩვენს უკან ჩვენი სამშობლო, ჩვენი ოჯახები, ჩვენი კულტურა და ტრადიციები დგას, ჩვენს უკან დგანან ჩვენი შვილები, ამიტომაც, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს! ჩვენ არ გვაქვს არჩევანი! სამშობლოს, ერისა და წინაპრების წინაშე ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ყველა ის ფასეულობა, დავიცვათ ყველა ის ღირებულება, რამაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ერი დღევანდელ დღემდე ამაყად მოიყვანა!

ნურავის ექნება ილუზია, რომ პირადად მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს ვინაა საქართველოს მტერი და ვინ - მოყვარე!

მოცემულობას ობიექტურად ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, რადგან ჩემდა საამაყოდ, საქართველოში შედგა საზოგადოება, რომლის მოტყუება, რომლის ემოციებით მანიპულირება არათუ მარტივი არაა, არამედ შეუძლებელია! დიახ, ასეთია დღეს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი!

პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები! ამ რთულ და საპატიო მისიას შევასრულებთ პირნათლად იქამდე, სანამ ჩვენი საზოგადოება საჭიროდ ჩათვლის, რომ საქართველოსთვის ჩვენი სამსახური მნიშვნელოვანია!

ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გულითადად გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და ულევ სიხარულს. იმედი, მომავლის რწმენა და ბარაქა ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში.

ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!“ - ნათქვამია მილოცვის ტექსტში, რომელიც ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სახელით გავრცელდა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი