პოლიტიკა
ჩემო პოლიციელებო, ეს მიღწევები თითოეული თქვენგანის შრომის, ენთუზიაზმის და რწმენის შედეგია - გიორგი მღებრიშვილი
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლური სამყაროს ღირსეული ნაწილი ვხდებით და ამაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.
მისი შეფასებით, დიდია სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელების სოლიდარობის, თანადგომის ძალა.
აქვე, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს უსაფრთხოების სტანდარტები დღითიდღე უმჯობესდება და ამას სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებიც ცხადყოფს.
”ჩემო პოლიციელებო, ეს მიღწევები თითოეული თქვენგანის შრომის, ენთუზიაზმის და რწმენის შედეგია, რწმენის, როცა მიუხედავად არაერთი ყოველდღიური გამოწვევისა გჯერათ, რომ ემსახურებით მართალ საქმეს და თქვენი წვლილი შეგაქვთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში ჩვენი ოჯახების, შვილების, ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის”,- მიმართა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელებს.
ღონისძიების მონაწილეებმა მინისტრის თხოვნით, მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგეს.
”მინდა, ყველამ ერთად წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას, იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას შეეწირნენ”,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


