უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 თებერვალი, 2018 17:35
font-size

ჩემმა შვილმა ამოიცნო, რომ არის ნაცემი როსტომაშვილისგან და აი, ამიტომ კაცურად სცემა - ბრალდებულის დედა

იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბექა კირვალიძის დედა აცხადებს, რომ როსტომაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას მის შვილს სცემდა.

ლელა ბეჟაშვილის თქმით, 2017 წლის 14 ივნისს კირვალიძე როსტომაშვილს შურისძიების მოტივით დაესხა თავს. კირვალიძის დედა ითხოვს მისი შვილის მიმართ წარდგენილი ბრალიდან ყაჩაღობის მოტივი ამოიღონ.

"როსტომაშვილი არა მარტო ჩემს შვილს, არამედ ძალიან ცუდად უსწორდებოდა პატიმრებს, ჩემმა შვილმა ამოიცნო, რომ არის ნაცემი როსტომაშვილისგან და აი, ამიტომ კაცურად სცემა ჩემმა შვილმა და დავით როსტომაშვილმა ყაჩაღობის მუხლით აღუძრა საქმე სამ უდანაშაულო ბიჭს“- ამბობს ბექა კირვალიძის დედა ლია ბეჟაშვილი.

მსახიობ და იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე დღეს სასამართლოში მსახიობის შვილი ქეთევან როსტომაშვილი დაიკითხა. მან სასამართლოს ჩვენებას დახურულ სასამართლო სხდომაზე მისცა. ქეთევან როსტომაშვილი 2017 წლის 14 ივნისს, თავდასხმისას მამამისთან ერთად იმყოფებოდა.

თავდაპირველად ბექა კირვალიძე როსტომაშვილის ცემისთვის დააკავეს, თუმცა გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მასთან ერთად დაკავებულია მისი 2 მეგობარიც, ზურაბ ქუთელია და არტიომ აგაჯანოვი.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი