პოლიტიკა
ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში ამ ქალაქიდან „სითი პარკს“ ჩამოვაშორებ - ზაალ უდუმაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მისი დედაქალაქის მერად არჩევის შემთხვევაში, ის „სითი პარკის“ საქმიანობას შეაჩერებს.
უდუმაშვილის თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა „სითი პარკთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგძლივა.
„ყოველდღიურად ათეულობით თბილისელის მანქანა გადმოჰყავთ „სითი პარკის“ საჯარიმოზე არასწორი პარკირებისთვის, თუმცა არავინ სცემს პასუხს, თუ როგორ უნდა დაპარკინგდე ქალაქში, სადაც არცერთი პარკირება არ არსებობს. იმის ნაცვლად, რომ ამ კომპანიას დედაქალქში საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა, შემოვიდა მხოლოდ ერთი ფუნჯითა და საღებავით და უბრალოდ დახაზა ქუჩები. ამის შემდეგ კი ის თბილისელებისგან იღებს მილიონობით ბეგარას.
ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იყო წინა ხელისუფლების, რომელმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა „სითი პარკს“ 2025 წლამდე, ხოლო მოქმედმა ხელისუფლებამ კომფორტულად გადაიბარა ურთიერთობა ამ კომპანიასთან და ისიც გააკეთა, რომ თბილისელებს გაუზარდა გადასახადი. ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი „სითი პარკის“ ამ ქალაქიდან ჩამოშორება იქნება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ის მონახავს კომპანიას, რომელიც საპარკინგე ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს. უდუმაშვილის გეგმით, საჯარიმო სანქციებს თავად ინვესტორი გადაიხდის, რომლის სანაცვლოდ შეღავათიან პირობებს მიიღებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


