სამართალი
ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ, ჩემზე რას გადაწყვეტენ არ მაინტერესებს - ზაზა სარალიძე
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა.
მოსამართლემ საქმე არსებით განხილვაზე გადასცა. საქმეზე არსებითი სხდომა 25 დეკემბერს ჩატარდება.
„ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ, ჩემზე რას გადაწყვეტს პროკურატურა და ხელისუფლება არ მაინტერესებს. რაც შეეხება სამართალდამცავებთან მომხდარი ინციდენტის ბრალდებას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, რადგან თავად მათი მხრიდან იყო პროვოკაცია მოწყობილი", - განაცხადა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ.
რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძესა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტზე გამოძიებას ქვემო ქართლის პროკურატურა აწარმოებს, სასამართლო პროცესი კი რუსთავის საქალაქო სასამართლოში ტარდება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


