სამართალი
ჩემი შვილის დაკავებას რამდენიმე პოლიციელთან ერთად ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც ესწრებოდა - ელისო კილაძე
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ თბილისის პროკურატურას დღეს ის მასალები მიაწოდა, საიდანაც მისი თქმით ჩანს, რომ მისი შვილის დაკავებას რამდენიმე პოლიციელთან ერთად ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც ესწრებოდა.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას კილაძე მაღალჩინოსნის ვინაობას არ აკონკრეტებს.
„ჩემი შვილის დაკავება მოხდა არა იმ ვითარებაში და არა იმ გარემოებაში, რომელიც არის აღწერილი მისი დაკავების ოქმში, არამედ დაკავებას ესწრებოდა არა ორი, არამედ ბევრი პოლიციელი და დაკავებისას იქ იმყოფებოდა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი,“- განაცხადა ელისო კილაძემ, რომლის დაკითხვა თბილისის პროკურატურაში დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


