სამართალი
ჩემი როლი ვერ იქნება გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკა- თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით სასამართლომ ამ ეტაპზე საჭიროდ მიიჩნია პატიმრობის შეფარდება.
მინისტრის თქმით, ყველამ უნდა დაელოდოს გამოძიების საბოლოო სიტყვას, რის შემდეგაც, მხარეები ერთმანეთს მოსამართლის წინაშე შეეჯიბრებიან.
„სასამართლომ ამ ეტაპზე, ამ საქმეზე საჭიროდ მიიჩნია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. ამიტომ, ჩემი როლი ვერ იქნება ამ გადაწყვეტილების კრიტიკა. მთავარია, რომ პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან დროულად განხორიცილდა. ტრაგედია იქნა აცილებული თავიდან. ახლა კი, გამოძიების სიტყვაა. უნდა დაველოდოთ და მოვუსმინოთ ყველამ და შემდეგ უკვე მხარეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით, მოსამართლის წინაშე, რომელიც არის უზენაესი არბიტრი და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


