პოლიტიკა
ჩემი პრინციპული მიზანია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია აპრილამდე მიიღოს - მარია გაბრიელი
ევროპარლამენტის წევრის, საქართველოს შესახებ მომხსენებლის მარია გაბრიელის განცხადებით, მისი პრინციპული მიზანია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია აპრილამდე მიიღოს.
ამის შესახებ გაბრიელმა ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„მინდა ჩემი პოზიცია და სურვილი მინდა დავაფიქსირო. გავაკეთებ მაქსიმუმს იმისთვის,რომ ყველა პროცედურა დავასრულო რაც შეიძლება სწრაფად. დღეს, მე ვერ მივიღებ წინადადებას, აპრილის ბოლოდან ამოქმედების შესახებ. ეს ძალიან ბევრია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოვიდა დრო, რომ ევროკავშირმა შეასრულოს ის, რასაც საქართველოს მოსახლეობას დაპირდა. გუშინდელი შეთანხმება ნიშნავს ბოლო ეტაპს, მაგრამ ჩემთვის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. არ არსებობს გაჭიანურების მიზეზი. გვჭირდება და ვაგრძელებთ ზეწოლას საბჭოზე, რომ უფრო სწრაფად მივიღოთ შედეგი“,-აღნიშნა ევროპარლამნტარმა.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტის თარგამანს,რომელსაც, ევროპარლამენტარების თქმით, 8 კვირა დასჭირდება, მარია გაბრიელი აღნიშნავს, რომ ის დიდი ტექსტი არ იქნება, ამიტომ, მას რამდენიმე კვირა არ უნდა დაველოდოთ.
„თარგმანს რაც შეეხება, არ არის დიდი ტექსტი, ამიტომ რამდენიმე კვირა არ უნდა დაველოდოთ. მინდა დავინახო საბჭოს ნება და სურვილი, რომ მათაც სურთ პროცესის დასრულება, რაც შეიძლება სწრაფად. ვაგრძელებ დიალოგს. ჩემი პრინციპული მიზანია, რომ უვიზო რეჟიმი საქართველომ აპრილამდე მიიღოს“,-აღნიშნა მარია გაბრიელმა.
დღეს, ქართულ მედიასთან საუბარში, ევროპარლამენტარმა, საქართველოზე მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მგზავრობას აპრილის ბოლოდან შეძლებენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


