მსოფლიო
ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში სრული კანონიერება იქნება დამყარებული - ნიკოლ პაშინიანი
„ამჟამად ჩვენი ამოცანა სოლიდარობის, ნორმალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნაა და ჩვენ ყველა საკითხს ამ თვალსაზრისით მივუდგებით“, -ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ პრემიერობის კანდიდატმა, ნიკოლ პაშინიანმა განუცხადა. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ლიდერის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ქვეყნაში „სრული კანონიერება“ იქნება დამყარებული
„გარანტიას ვაძლევ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში სრული კანონიერება იქნება დამყარებული“, -თქვა პაშინიანმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლების შტოების რეალური განცალკევების უზრუნველყოფა.
„არ შეიძლება, ერთი ადამიანი იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოსამართლე და პროკურორი. უფრო მეტიც, როცა ასეა საქმე, აქედან იწყება პრობლემები“, - თქვა პაშინიანმა.
რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის საკითხს, პაშინიანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე-ფაქტო ხელისუფლებას. პრემიერობის ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ის გაეცნობა უსაფრთხოების სფეროში არსებულ სიტუაციას.
მან დაამატა, რომ „აზერბაიჯანის პოზიცია არაკონსტრუქტიული და აგრესიულია“ და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როცა ოფიციალური ბაქო ერევნის დაპყრობაზე საუბრობს, სომხეთის მიზანია ჯარისა და სამხედრო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში. პაშინიანის თქმით, ყარაბაღის საკითხზე მომუშავე ეუთოს „მინსკის ჯგუფმა“ უნდა უზრუნველყოს მოლაპარაკებათა გაგრძელება, რათა აზერბაიჯანმა შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და დიალოგს დაუბრუნდეს.
კითხვაზე, თქვა თუ არა მისმა გუნდმა უარი სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის საკითხის წამოწევაზე, პაშინიანმა უპასუხა, რომ „როცა ოპოზიციის როლში გამოდიხართ და ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, განიხილოს ეს საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, მსგავსი საკითხის წამოწევა არის ერთ-ერთი საშუალება არსებულ პრობლემათა გადაჭრის გზების განსახილველად. როცა ხელისუფლებაში ხართ, წარმოადგენთ ხელისუფლებას, გაქვთ საკუთარი პრობლემების დოკუმენტირების შესაძლებლობა, დადიხართ და მსჯელობთ პარტნიორ ქვეყნებთან და მოთმინებით აგვარებთ ყველა საკითხს დიალოგის ატმოსფეროში. და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოლაპარაკებების შემთხვევაში მივიღებთ დადებით, პოზიტიურ შედეგებს“.
ფრაქცია „ელქმა“ პაშინიანი თავის კანდიდატად ოფიციალურად დღეს წარადგინა. ასევე გახდა ცნობილი, რომ ოპოზიციონერ კანდიდატს ერთხმად მხარს დაუჭერს „ცარუკიანის“ ბლოკი, რომელიც ადგილობრივ პარლამენტში 31 დეპუტატითაა წარდგენილი. თავად ფრაქცია „ელქს“ 9 მანდატი აქვს. სომხეთის ეროვნულ კრებაში სულ 105 დეპუტატია.
ცნობისთვის, ხვალ სომხეთის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე უნდა აირჩიოს ახალი პრემიერ-მინისტრი.
პოლიტიკურ ძალებს პრემიერობის კანდიდატების წარდგენა დღის ბოლომდე შეუძლიათ.
23 აპრილს ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა პრემიერის თანამდებობა დატოვა საპროტესტო აქციების ფონზე. საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში 13 აპრილს დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


