მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციურმა ფრაქციამ „ელქმა“ თავის პრემიერობის კანდიდატად ნიკოლ პაშინიანი წარადგინა
სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციურმა ფრაქციამ „ელქმა“ („გამოსავალი“) ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ოფიციალურად წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ფრაქციის წევრმა არარატ მიროზიანმა განუცხადა.
მიროზიანის თქმით, მათ არ ექნებათ პრობლემა, თუკი პაშინიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობა.
დღეს ასევე დაგეგმილია პაშინიანის შეხვედრა სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან, მათ შორისაა მმართველი ფრაქცია „სომხეთის რესპუბლიკური პარტია“, „ცარუკიანის“ ბლოკი და ფრაქცია „დაშნაკცუტუნი“.
ცნობისთვის, 1-ელ მაისს სომხეთის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე უნდა აირჩიოს ახალი პრემიერ-მინისტრი.
პოლიტიკურ ძალებს პრემიერობის კანდიდატების წარდგენა დღის ბოლომდე შეუძლიათ.
23 აპრილს ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა პრემიერის თანამდებობა დატოვა საპროტესტო აქციების ფონზე. საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში 13 აპრილს დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


