უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 მარტი, 2018 14:00
font-size

ჩემი მთავრობის ერთ-ერთი საყვარელი მინისტრი მუშად მოეწყო მშენებლობაზე აშშ-ში, კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი კი სატვირთოს მძღოლია - მიხეილ სააკაშვილი

„რამდენიმე ათასი დოლარი მაქვს. ამჟამად ეს საკმარისია“, - უთხრა საქათველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსულ გამოცემა მედუზას“.

როგორც მან ინტერვიუში განაცხადა, მას მოუვიდა შემოთავაზებები ლექციების წაკითხვის შესახებ.

„არ დავიკარგები. კიდევ ერთხელ ვამბობ: უკვე მაქვს შემოთავაზებები ლექციების წაკითხვის შესახებ და ვფიქრობ, მექნება უამრავი სხვა შესაძლებლობა, ასარჩევი მექნება. ამიტომ არ ვიქნები დამოკიდებული, მაგალითად, ჩემი პარტიის შემოსავლისგან ან ჩვენი პარტიის ფანდრაიზინგისგან უკრაინაში“, - უთხრა სააკაშვილმა „მედუზას“.

მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტობის დროს მას ქონება არ დაუგროვებია. სააკაშვილის თქმით, აშშ-ში ცხოვრების პერიოდში ის ლექციებს კითხულობდა ბოსტონში, ტაფტსის უნივერსიტეტში.

„ლექციებს ვკითხულობდი ბოსტონში, ტაფტსის საერთაშორისო ურტიერთობათა უნივერსიტეტის სკოლაში. სპეციალურად მომიფიქრეს სტატუსი - დამარქვეს „მსხვილი უცხოელი პოლიტიკური მოღვაწე“, რაღაც მაგდაგვარი. ჩემ შემდეგ , მგონი, კოფი ანანმა დაიკავა ეს თანამდებობა. გარდა ამისა, მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობდი, ლექციებს ვკითხულობდი, ცუდად არ მიხდიდნენ ამ ლექციებისთვის, ნუ, ძალიან კარგადაც მიხდიდნენ - ათობით ათას დოლარს“, - თქვა სააკაშვილმა.

მისივე მტკიცებით, რამდენიმე მისი ყოფილი მინისტრი მუშად მოეწყო აშშ-ში, თუმცა მათი ვინაობა არ დაუსახელებია.

„რომ იცოდეთ, ჩემი მთავრობის ერთ-ერთი საყვარელი მინისტრი, ის ასევე იყო თბილისის პირველი ვიცე-მერი, როგორც მახსოვს, ნახევარმილიონიანი ქალაქის დიდი ბიუჯეტით, ის ახლა მუშაა მშენებლობაზე ამერიკაში, კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი კი სატვირთოს მძღოლია აშშ-ში. ის საქართველოში დარჩა, შიმშილობდა - და რა ექნა? თუ ეკონომიკის სფეროში ხარ, შეიძლება მოეწყო როგორც ვერა ქობალია [ეკონომიკის ყოფილი მინისტრი], ის ახლა ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მაგალითად შექმნა რეფორმების სააგენტო და მთელ მსოფლიოში მოგზაურობს - აფრიკაში, ალბანეთში. მას ხელფასს უხდიან იმისათვის, რომ ის ქართული რეფორმების გამოცდილებას უზიარებს“, -აღნიშნა სააკაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი