პოლიტიკა
ჩემი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ლაპარაკი იყო არა ვიზების გამარტივებაზე, არამედ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - ნინო ბურჯანაძე
„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტის დროს, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე იყო საუბარი.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის შეფასებისას მედიას განუცხადა.
„ლაპარაკი ურთიერთობის გამუმჯობესებაზე დიდი ხანია მიდის. ლაპარაკი ვიზების გამარტივებაზე ასევე იყო, თუმცა ჩემი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ლაპარაკი იყო არა ვიზების გამარტივებაზე, არამედ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. ოღონდ ხელისუფლებამ რატომღაც ისევ დაიწყო ლაპარაკი ვიზების გამარტივებაზე“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რათა მოხდეს სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივება. მისი თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი არ არის.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


