სამართალი
ჩემი მეორე დაპატიმრება განხორციელდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არასწორი გამოძიების გადასაფარად - გია გვიჩიანი
მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დასრულდა 11 წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი,- განუცხადა ჟურნალისტებს გია გვიჩიანმა, რომელიც თელასის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმისთვის ნიკა ჩემიასთან ერთად იხდიდა სასჯელს და დღეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამართლდა.
როგორც ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა გვიჩიანმა განუცხადა, დეტალებზე უახლოეს პერიოდში ისაუბრებს.
მისივე თქმით, ის მზად არის ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, მათ შორის ლომინაძის ოჯახის წევრების განცხადებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ გვიჩიანის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობდა.
„ეს არის სრულიად უსაფუძვლო განცხადებები, არ ეფუძნება არაფერს და უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ იმიტომ, რომ ახლა ვერ მოესწრება. იყო ორი დაპატიმრება ჩემი, პირველი დაპატიმრება იყო სამ დღიანი, ხოლო მეორედ სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. მეორე დაპატიმრება არის პირველის გაგრძელება. პირველმა გამოიწვია შედეგად მეორე და მეორე დაპატიმრება განხორციელდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არასწორი გამოძიების გადასაფარად,“ - აცხადებს გია გვიჩიანი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გვიჩიანისა და ჩემიას განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით დაახლოებით 2 თვის წინ მიმართა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი ის გამოძიება გახდა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში ხელახლა ჩატარდა.
2006 წლის 15 აგვისტოს ”ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა ჩემიამ და გიორგი გვიჩიანმა დანაშაული არ აღიარეს, მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. მოგვიანებით პატიმრობა 20 წლით განისაზღვრა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


