პოლიტიკა
ჩემი ხმა დაიკარგა - გიორგი მარგველაშვილი
ჩემი ხმა დაიკარგა, რადგან მე ხმა მივეცი მრავალპარტიულ პარლამენტს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას „რუსთავის 2“-ის გადაცემა „არჩევანში.“
მისი თქმით, ჩვენ ისევ მივიღეთ პარლამენტი, რომელშიც ორი პოლუსია წარმოდგენილი.
პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნების შედეგებით მიღებული პარლამენტი, რომელიც არ არის მრავალპარტიული, არის ადგილზე გაჩერება.
მარგველაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“, ისე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთეს ტემპერატურის ასაწევად.
„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რატომაც ჩვენ ვერ შევქმენით და ვერ მივიღეთ მრავალპარტიული პარლამენტი. გავაანალიზოთ რა მოხდა: რა თქმა უნდა, იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ტემპერატურის აწევის ტენდენცია და კამპანია და ამავე დროს, ზუსტად იგივენაირად „ნაციონალური მოძრაობაც“, როგორც მეორე პოლუსური, კონკურენტული ძალა აწარმოებდა კამპანიას ტემპერატურის ასაწევად. ეს, საარჩევნო კუთხით თუ შევხედავთ, ბუნებრივია, იმიტომ, რომ როდესაც არსებობს ორი დიდი პოლიტიკური ბანაკი, ორივეს მიერ ტემპერატურის აწევა მათ მიერ ამომრჩევლის მობილიზაციაზეა ორიენტირებული.
ჩვენ დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ იგივე რიტორიკაში იყო ჩართული. მე ძალიან არ მიყვარს ხოლმე ყოფილ პრეზიდენტებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები უკრაინიდან ისეთ დონემდე ასული, რომ ჩვენ მოგვიხდა უკრაინის საელჩოდან წარმომადგენლის დაბარება და ძალიან ნათლად დაფიქსირება, რომ ასეთი ჩარევა საარჩევნო პროცესში არის აბსოლუტურად მიუღებელი.
გახსოვთ, კონკრეტულად საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი აპირებდა ჩამოსვლას, რაც არაერთხელ ითქვა. სააკაშვილის ჩამოსვლა თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ ვითარება მშვიდობიანი საარჩევნო რეჟიმიდან უნდა გადასულიყო ექსტრემალურ პირობებში. როდესაც პრეზიდენტი, რომელიც არის ძებნილი, ჩამოდის იმ ტერიტორიაზე, სადაც ის ძებნილია და ჩამოდის არა იმისთვის, რომ დაიკითხოს პროკურატურის მიერ, ეს ავტომატურად კონფლიქტია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა აქვე იმედი გამოთქვა, რომ 2020 წელს ორპარტიული პარლამენტიდან გადავალთ მრავალპარტიულ პარლამენტზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


