პოლიტიკა
ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ტურისტულ ზონებში ხმაურის კონტროლი დარეგულირდეს - კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, რომ ტურისტულ ზონებში ხმაურის კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდეს.
კალაძის თქმით, ბოლო პერიოდში კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომლის საფუძველზეც ხმაური რეგულირდება, მისი კონტროლი კი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა.
„სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. თბილისში ეს რეგულაცია დაცული არაა. ტურისტულ არეალებში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა. განსაკუთრებით შეწუხებულია კალაუბნის მოსახლეობა, ასევე, სერიოზულად ზარალდება ამ უბნებში განთავსებული სასტუმროები. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას მივმართო, ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს და დარეგულირდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის არ ვერჩით – კაფეც უნდა იყოს, ბარიც, დისკო-კლუბებიც, მაგრამ ის მიდგომა, რაც ამ კონკრეტულ ლოკაციებზე ხდება, მიუღებელია. გამოდგმული აქვთ დინამიკები გარეთ, ცდილობენ ერთმანეთის გადაფარვას და სრული ქაოსია. მსგავსი დამოკიდებულება არცერთ განვითარებულ ქალაქში არ არის. ამიტომ, ჩემი დავალებაა, რომ აღნიშნული პრობლემა, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს“, – განაცხადა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, Google-ის რუკაზე უკვე გაჩნდა წითლად აღნიშნული არეალები,რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თბილისში, კონკრეტულ ადგილებში დარჩენა არ არის რეკომენდებული.
„ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვინც გარკვეული ინვესტიციები განახორციელა, სასტუმროები ააშენა, ხალხი ჰყავს დასაქმებული, იმის გამო, რომ ვიღაცას გამოდგმული აქვს დინამიკები და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაღალ ხმაზე მოასმენინებს ხალხს მუსიკას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ ყველაფერს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ არსებული მდგომარეობა უნდა მოწესრიგდეს და კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


