სამართალი
ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია - მურთაზ ზოდელევა
ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და არაფერი არ აღმოჩნდა, - განაცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ,,არჩევანში’’ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერის ოჯახმაც იცის, თუმცა ,,არ ახმაურებენ.’’
„ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და არაფერი არ აღმოჩნდა. ამ საკითხის მიმართ ხელისუფლებამ დაკარგა ყოველგვარი ინტერესი, ამიტომაც გოგლა ჟვანია არ იყო საპარლამენტო სიაში, ნინო ქადაგიძე-ჟვანია არ არის მინისტრის პირველი მოადგილე. ადამიანები, რომლებიც ციხეში ისხდნენ, პატიმრობაში აბსოლუტურად არაფრის გამო იმყოფებდნენ. იმ მითის ექსპლუატაცია ხდებოდა ბოლომდე, მაგრამ ეს მითი გაქარვებულია. ბატონი გოგლა ჟვანია ახლა იმაზე საუბრობს, რომ ზურაბ ჟვანია იყო მოწამლული. მანამდე მისი ვერსია იყო, რომ მოხდა ფიზიკური ზემოქმედება. ამ კონკრეტულმა საქმემ აჩვენა, რომ არ შეიძლება მისი პოლიტიზირება და ამ საკითხიდან პოლიტიკური დივიდენდების მიღება, თუმცა, ეს მოხდა. გამოძიების პირველადი ვერსია იყო სწორი”, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


