პოლიტიკა
ჩემი იდეა იქნება, ჩვენი უფლებები დავიბრუნოთ - დავით ჭიჭინაძე
პარლამენტარ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე თუკი პარტიის შიდადისციპლინასთან დაკავშირებულ პირობას წამოაყენებენ, მოლაპარაკებები ვერ შედგება.
„მათ ხელმძღვანელობას ბრჭყალებში დავარქმევ, რადგან პარლამენტს ხელმძღვანელობა არ ჰყავს. ისინი ჩვენს მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ჩვენი უფროსები ვერ იქნებიან. თქვეს, დისციპლინა ვიღაცებმა დაარღვიეს და სანქციები იქნებაო. ისინი თვლიან, რომ ვიღაც წესრიგს არღვევს და ვიღაცის მიმართ სანქციები იქნება გათვალისწინებული. თუ ეს პირობა იქნება, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგება. თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ. ჩემი ეს განცხადება სპონტანური არ არის, ეს ამ ადამიანების თავზეგასულობამ გამაკეთებინა და ამას აღარ გადავალ. ჩემთვის ესენი კოლექტიური ზარდიაშვილები იქნებიან. მათ დეპუტატობას კი არ ვართმევთ, გავიდნენ და მმართველობას ავიღებთ ისინი, ვინც სახეები ვიყავით. ის ხალხი, ვინც 2012 წელს, "ქართული ოცნებიდან" დავდიოდით მოსახლეობასთან და პირობას ვდებდით, რომ ქვეყანა წარმატებული იქნებოდა, ამ ინიციატივას ისევ ავიღებთ. ეს ადამიანები ამ ვალდებულებას ვერ ასრულებენ და ჩემი იდეა იქნება, ჩვენი უფლებები დავიბრუნოთ. არა მგონია, ადამიანებს ჩრდილში ყოფნა უნდოდეთ", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ, 21 საათზე საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


