პოლიტიკა
ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომელიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის, მე ამ გუნდს არასდროს არ ვუღალატებ - გედევან ფოფხაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ეკა ბესელიამ გუნდურობის პრინციპი დაარღვია და გუნდის წინააღმდეგ წავიდა.
დეპუტატმა მოუწოდა ივანიშვილს, მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსიროს.
„გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ლოიალურები არიან ამ სიის მიმართ და ვართ ადამიანები, რომლებიც პრინციპულად წინააღმდეგები ვართ. რაც შეეხება გუნდურობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდურობა გამოიხატება იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებაში, რითაც ჩვენ მოვიგეთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები. ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომელიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის და ღამეს ათევდა საარჩევნო უბნებთან. ეს არის ჩემი გუნდი, მე ამ გუნდს არასდროს არ ვუღალატებ და არასდროს არ მივატოვებ. პრინციპები და ღირებულებები იმ ადამიანებთან არ შეგვიცვლია, იმ ადამიანებისთვის სააკაშვილის ზონდერმოსამართლების დანიშვნა არასდროს არ იქნება მისაღები“, - განაცხადა ფოფხაძემ.
ფოფხაძის შეფასებით, ზოგიერთი მოსამართლე სასჯელს უნდა იხდიდეს.
„მოვუწოდებ ბატონ ბიძინასაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრს, რომ ვუერთგულოთ იმ გუნდს, ვისთან ერთად 2012 წლის პირველი ოქტომბერს მოვიგეთ, ვისთან ერთადაც 2011 წელი დავიწყეთ. გავიხსენოთ ეს ყველაფერი, რატომ იდგა ხალხი ჩვენ გვერდით, რატომ გამოვიდა ქუჩაში, რა იყო ხალხისთვის ყველაზე მტკივნეული. სამართლიანობა იყო ყველაზე მთავარი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან. დავუშვათ, ის მოსამართლეები, რომლებიც გარანტები იყვნენ კანონის დარღვევის, ციხეებში არ სხედან, თუმცა მგონია, რომ მათ შორის ბევრი ციხეში უნდა იჯდეს. მე მორალს კი არ უნდა მიკითხავდნენ, იმ სასჯელებს უნდა იხდიდნენ, რომელსაც იმსახურებენ, რადგან სისტემურ დანაშაულში ჩვეულებრივი თანამონაწილეები იყვნენ“,- განაცხადა დეპუტატმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ცოტა ხნის წინ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


