პოლიტიკა
ჩემი გატაცების უკან საქართველოს პრემიერ-მინისტრი დგას - აფგან მუხთარლი
თბილისში გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მტკიცებით, მისი გატაცების უკან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დგას. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა.
როგორც ჟურნალისტმა გაიხსენა, ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გაიტაცეს.
„თბილისიდან მე საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ გამიტაცა. ამ დანაშაულის უკან საქართველოს პრემიერ-მინისტრი დგას. მოკითხვას გადავცემ ქართველ ხალხს. თითქმის, სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი თბილისში.
ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველი ხალხი აღარ მოითმენს კვირიკაშვილის მთავრობას, მან მისცა უფლება, რომ მე გავეტაცებინე, მას რომ ამის ნებართვა არ გაეცა, არ მომიტაცებდნენ, ეს იყო ალიევსა და კვირიკაშვილს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგი. მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველად, აზერბაიჯანულ მხარეს სურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩემი თავი მათთვის კანონიერად გადაეცა, მაგრამ ეს ქართულ მხარეს არ გამოუვიდა, რადგან ჩემი დაპატიმრებისა და დეპორტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამის შემდეგ ჩემი გატაცება მოიფიქრეს“, -თქვა მუხთარლიმ.
მუხთარლი აზერბაიჯანული ციხიდან 2 დღით გაუშვეს, რათა ის დასწრებოდა ზაქათალაში დის, დისშვილისა და ძმისშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებებს.
აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


