პოლიტიკა
ჩემი და მთავრობის პოზიციაა, რომ მიწა უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს -კახა კალაძე
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, მისი და მთავრობის პოზიციაა, რომ ქართული მიწები უცხოელებზე არ გასხვისდეს.
„მე მოგახსენებთ მთავრობის მეთაურისა და ასევე ჩემს პოზიციას სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. ეს არის როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე ჩემი და მთავრობის წევრების პოზიცია. შესაბამისად, პარლამენტში ამაზე მსჯელობენ და გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, მიიღებენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ მიწა უცხოელებზე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გასხვისდეს. კალაძის თქმით, ეს საკითხი „ალბათ კონსტიტუციაში აისახება“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


