პოლიტიკა
ჩემი არჩევანი ”ქართულ ოცნებაზე” კეთდება - ზურაბ აბაშიძე
„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მას და მის თანაგუნდელებს თანამდებობები რომ ნდომოდათ, ოპოზიციაში არ წავიდოდნენ.
მისი თქმით, არჩევნების შემდეგ პარტია თავმჯდომარემ, გენერალურმა მდივანმა და სხვა ლიდერებმა იმის ნიშნად დატოვეს, რომ მარცხზე პასუხისმგებლობა აიღეს.
„არავის პარტიისთვის არ უღალატია, ეს არის სრული აბსურდი. ჩვენ თანამდებობისთვის არასდროს გვიბრძოლია - ჩვენთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება იმისა, საქმე გვეკეთებინა”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ არჩევნები ვერ მოიგეს, პირადად მისთვის მეორე არჩევანი იყო „ქართული ოცნება“ და არა ნაციონალური მოძრაობა.
„როდესაც ”თავისუფალმა დემოკრატებმა” არჩევნები ვერ მოიგეს, ბუნებრივია, ჩემი არჩევანი ”ქართულ ოცნებაზე” კეთდება, რომელთან ერთადაც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გამოვიარეთ - მათთან ერთად ვიყავით ხელისუფლებაში, ერთად ვიბრძოლეთ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და რა არის ამაში გაუგებარი და გაურკვეველი“,-განაცხადა აბაშიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


