უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 აგვისტო, 2017 17:52
font-size

ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე შეტევა სექტემბერში დაგეგმილ პროფკავშირების არჩევნებს უკავშირდება - ირაკლი პეტრიაშვილი

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. პეტრიაშვილის განმარტებით, ბოლო 2 კვირაა, მის წინააღმდეგ აგორებულია შავი პიარი, რასაც ის უკავშირებს სექტემბერში დაგეგმილ პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებს.

პეტრიაშვილის ვარაუდით, მმართველი გუნდი ცდილობს, მათთვის სასურველი კანდიდატი დანიშნონს პროფკავშირების თავკაცად.

„მეგობრებო, ორი კვირაა მიმდინარეობს გავეშებულ-გააფთრებული შეტევა ჩემსა და მთლიანად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაზე. თავიდან ყველას გიკვირდათ და მეკითხებოდით, რკინიგზაში შიმშილობას რატომ გაკერებენ შენ და ამხელა პოლიტიკური ხმაურის ატეხა რაში სჭირდება რკინიგზის ადმინისტრაციასო? გულწრფელად გეტყვით, მეც ძალიან მიკვირდა, რადგან კარგად ვიცოდი რკინიგზის ადმინისტრაციის და მათი ე.წ. გუნდის გავლენები და შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე, ის, რომ ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებულნი პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით გამოხატვის მიმართ ჩემს ნეგატიურ დამოკიდებულებაზე, მაგრამ ადმინისტრაციის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ (დიალოგის იგნორირებამ), წერილებზე პასუხის გაუცემლობამ, დამამცირებელმა დამოკიდებულებამ ჩვენი ძმები იძულებული გახადა, მიემართათ პროტესტის ამ უკიდურესი ფორმისთვის - შიმშილობისთვის, რასაც მოჰყვა ერთ ხმაში მოლაპარაკე ცაგურიას, გუნცაძის, ხაინდრავას, ხოფერიას, გოგიჩაიშვილის, კობერიძის თავდასხმები და გეგმაზომიერი შავი PR სულელური, აბსურდული და მოგონილ-შეთხზული ბრალდებებით, როგორც იტყვიან „შუბი ხალათში არ დაიმალებაო“ და რამდენიმე დღის წინ ამ აბსურდის თეატრის რეალური მიზეზიც გაამჟღავნეს: სექტემბერში ჩასატარებელი არჩევნები პროფკავშირებში და სურვილი, რომ ამ არჩევნებზე დასვან თავმჯდომარედ მათთვის სასურველი, მორჩილი, მართვადი პიროვნება“, - წერია პეტრიაშვილის განცხადებაში.

პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, მის წინააღმდეგ ჩართული არიან მედიასაშუალებებიც. მან „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „იმედი“ და ჟურნალი „თბილისელები“ სიტუაციის ცალმხრივ გაშუქებაში დაადანაშაულა.

„თავიდანვე ვამბობდი, რომ რკინიგზა სახელმწიფო კომპანიაა და იქ მთავრობისგან დასმული მენეჯმენტის უმსგავსობებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მთავრობას, დღეს უმრავლესობის წევრების (გოგიჩაიშვილი, კობერიძის) უგვანო კომენტარებმა გამოააშკარავა მთავრობის როლი და სახე ამ პროცესში. ასევე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედის“, ჟურნალ „თბილისელების“ ცალმხრივად გაშუქებულმა სიუჟეტებმა დამარწმუნა, რომ სახელმწიფო მანქანა ჩართულია. შემდეგი ნაბიჯი იქნება (ალბათ ხვალვე) შიგნით ვინმეს პოვნა(თუმცა ისე აჟღურტულდნენ, შიგნით აქვს პრობლემები და დაპირისპირებაო, უკვე ნაპოვნი ჰყავთ, ზუსტად ვიცი) და ბრძოლის უკვე პროფკავშირებში გადმოტანა. თვითონ კი გარედან მედიისა და პოლიტიკოსების მეშვეობით მათი კონტროლირებადი კანდიდატის მხარდაჭერა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პეტრიაშვილის გადაწყვეტილებით, ის მიიღებს მონაწილეობას სექტემბერში დანიშნულ ყრილობაში.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვაპირებდი კენჭისყრას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რა უთანასწორო ბრძოლა იქნება, ვიღებ ამ გამოწვევას და ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა მათ პულტზე მყოფმა ე.წ.ლიდერმა მუსრი არ გაავლოს და ნაცარტუტად არ აქციოს ყველაზე ღირებული, რაც პროფკავშირს გააჩნია: დამოუკიდებლობა ყველა გარესუბიექტისგან და დამოკიდებულება თავის წევრებზე. ყველა ბრალდებას გაეცემა პასუხი და ყველა ქმედებაზე იქნება ადეკვატური რეაქცია ცივილიზებული მსოფლიოსგან“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ პროფკავშირების თავმჯდომარეობის პოზიციისთვის ასევე იბრძოლებს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი