პოლიტიკა
ჩემ წინააღმდეგ კამპანიების აგორებაში დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა, სჯობს ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოთ, რომელიც თავზე გვენგრევა - პაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძემ სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ
„ამდენი სიძულვილის დათესვა თუ შეიძლებოდა საქართველოში, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ ის, რაც დღეს ააგორეს, 2009 წელს უკვე გამოვიარე. ერის მოღალატედაც ვიყავი გამოცხადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად მოსკოვში გამართული საქველმოქმედო კონცერტის გამო. ამჯერად, მსოფლიოს უდიდესი მაესტროსა და ჩემი დიდი ხნის მეგობრის, იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას მისივე პატივსაცემად და მისივე მიწვევით.
აუცილებლად ჩავალ და მივულოცავ დიდ მაესტროს ყველა მომდევნო იუბილესაც. მთელი ცხოვრება მემახსოვება და მისი მხარდაჭერის მადლიერი ვიქნები. ომის შემდეგ, როდესაც ბევრი ჩემი კოლეგა თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან, იური ტემირკანოვი 2013-ში მთელი თავისი ორკესტრით ჩამოვიდა თბილისში და საქველმოქმედო კონცერტი გამართა ქართველი ბავშვების დასახმარებლად. 2008 წელსაც იყო ჩამოსული ჩემს იუბილეზე და სხვათა შორის, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა კონცერტს, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, არავის არ უთქვამს, რომ ტემირკანოვი და მისი ორკესტრი უკრავდა სააკაშვილისთვის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ისეთ დიდ ხელოვანებს, როგორიც იური ტემირკანოვია, ყველა ქვეყანაში, მათ შორის ქვეყნის პირველი პირები, განსაკუთრებულ პატივს სცემენ.
ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია. ვეღარაფრით ვეღარ გამაკვირვებს ვერცერთი „დიდი პატრიოტი“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, მით უფრო, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან.
მთელი ჩემი ცხოვრება როგორც შემეძლო ვემსახურე ჩემს ქვეყანას და იმ თითოეულ ქართველს, ვისაც ჩემი თანადგომა სჭირდებოდა. ბევრი სითბო და სიყვარულიც მიმიღია, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები და ვისაც არ მოვწონვარ ან არ მოსწონს ჩემი ცხოვრების წესი, ვუსურვებ თავად შექმნან უკეთესი. და საერთოდ, ჩემ წინააღმდეგ კამპანიების აგორებაში დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა, სჯობს ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოთ, რომელიც თავზე გვენგრევა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა. აღნიშნულ ფაქტს კრიტიკა მოჰყვა ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


