უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 მაისი, 2025 12:54
font-size

ჩემ შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა, ამოღებული იყო ყველაფერი, გულ-მკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თეთრი თოკით. ცარიელი „ფუტლარი“ მომიყვანეს. სააკაშვილის გუნდმა, ჯალათებმა გამიპარტახეს ოჯახი –მიხეილ ართმელაძე

მე თანამდებობის პირებმა მომიკლეს შვილი, ჯალათებმა ჩემს შვილს ჩემს ოჯახში მოატანინეს ორმაგი ტრაგედია, ორმაგი ტკივილი, სიკეთის ნაცვლად, – ამის შესახებ 2006 წელს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლულის, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალების“ დროს მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ადამიანებს.

„მეუბნებიან, ნუთუ ამ ხელისუფლების პერიოდში რაიმე მკვლელობები არ არის? ამაზე პასუხს ვცემ და ვკამათობთ, დამიმტკიცეთ ხელისუფლების ისეთი წარმომადგენელი, რომელიც აიღებს ავტომატს და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ინადირებს, საკუთარ მოქალაქეებს დახოცავს. მთელ ხელისუფლებას ავტომატი ჰქონდა დაკავებული და ატრიალებდა მოქალაქეების მისამართით. მე თანამდებობის პირებმა, ჯალათებმა, იგივე „დედიკოს ბიწებმა“ მომიკლეს შვილი. ამაზე პასუხი არ აქვთ. „ნაციონალების“ დროს თვითონ მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ადამიანებს და ამაზე პასუხი არ აქვთ. ეს ვისი ბრალია? არ მინდა, დავმალო, კაფე-ბარში გამოთვრება პიროვნება, გამოვა ქუჩაში და ვიღაც მშვიდობიან მოქალაქეს დანას დაარტყამს, იმსხვერპლებს და მთავრობაა ამაში დამნაშავე? მინდა, სწორად გაიგოს საზოგადოებამ. მეხუთე ნომრები რამდენად მავნებლები არიან და დღეს კიდევ ვერ ითავისებენ იმას, რომ სისხლიან რეჟიმს გვერდით უდგანან.

სისხლიანო რეჟიმო, თქვენი მისამართით ტრიბუნიდან ვამბობ, არ მეშინია, ჯალათებო, თქვენ შვილებს ლოყებზე კოცნით, ჩვენ ჩვენ შვილებს საფლავებზე ვკოცნით. ეს გაითავისეთ. მორალ-ღირსება დაკარგულებო, რამდენი უდანაშაულო დედა შავებით შემოსეთ, მოუსწრაფეთ სიცოცხლე, რამდენი უდანაშაულო ოჯახი გააპარტახეთ და გაანადგურეთ. ჯალათებო, მორალ-ღირსება დაკარგულებო, კიდევ პოლიტიკაში შემოდიხართ და ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა გაქვთ?! ნუთუ მორალი არ გაგაჩნიათ?! თქვენს ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ზედმეტია საუბარი, საქართველოს ჰაერი არამია თქვენთვის, არ უნდა სუნთქავდეთ. თქვენ უნდა გადაიკაროთ ჯოჯოხეთში. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი გაშიფრავს, მე რას ვამბობ. ჩემი ოჯახის თამადობით, რამდენი უდანაშაულო ოჯახი გააპარტახეს. მე განადგურებული ოჯახი ვარ. ჩემი შვილი სწავლობდა სამედიცინოზე, დღეს ექიმი იქნებოდა. ნუთუ ჩემი შვილი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ოჯახს სიკეთეს არ მოუტანდა? ახლა ჩემმა 23 წლის შვილმა 54 წლის დედა შეიწირა, ჩემი მეუღლე შეიწირა, დასაფლავებულია. ამიტომ იმ ჯალათებმა ჩემს შვილს ჩემს ოჯახში მოატანინეს ორმაგი ტრაგედია, ორმაგი ტკივილი, სიკეთის ნაცვლად. ჩემ შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა, ამოღებული იყო ყველაფერი, გულ-მკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თეთრი თოკით. ცარიელი „ფუტლარი“ მომიყვანეს. სააკაშვილის გუნდმა, ჯალათებმა გამიპარტახეს ოჯახი“, – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

წყარო

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი